სოფელ კურდღელაურში აგიტატორები ამომრჩევლებს სპეციალური სიებით აკონტროლებენ
დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი სოფელ კურდღელაურში, 23-ე საარჩევნო უბანზე. “ტვ პირველმა“ გადაიღო კადრები, მიმდებარე ტერიტორიაზე, მიკროავტობუსში როგორ არიან მობილიზებულები საჯარო მოხელეები სპეციალური სიებით.
ერთ-ერთია ქეთინო ნინოშვილი, რომელიც სპეციალური სიებით აკონტროლებს, ვინ მივიდა ხმის მისაცემად და ვინ არა. მას შემდეგ რაც მან გადამღები ჯგუფი დაინახა, სიები გადანაწილა და ყველა მათგანმა ჯიბეში დამალა.
ჟურნალისტის თხოვნაზე, ეჩვენებინათ, თუ რა სიები ჰქონდათ, მათ უპასუხეს, რომ ვერ აჩვენებდნენ, რადგან “ქელეხის სიები“ იყო.
“დასაფლავებაა და მე იქ ვარ“ – თქვა ერთ-ერთმა.
როგორც ირკვევა, კახეთში, სხვადასხვა უბნებზე მობილიზებულები არიან “ოცნების“ წარმომადგენლები და აკონტროლობენ, ვინ მივიდა არჩევნებზე.