10:00 საათისთვის ხმა 324 197 მოქალაქემ მისცა, აქტივობა 9,27%-ია – ცესკო
ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 10:00 საათის მდგომარეობით, აქტივობის შედეგებს აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, 10:00 საათისთვის საკუთარი ხმა დააფიქსირა 324 197 მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 9,27%-ია.
შედარებისთვის წინა საპარლამენტო არჩევნებზე 10 საათის მდგომარეობით აქტივობა იყო 2012: 10.66%; 2016: 8.34%, 2020: 8.33%.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.