სამართლიანი არჩევნები- ყვარლის საარჩევნო ოლქში, სხვადასხვა სახის დარღვევები ფიქსირდება
სამართლიანმა არჩევნებმა ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქში განთავსებულ უბნებზე სხვადასხვა სახის დარღვევები დააფიქსირეს.
“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებემა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, დარღვევები დაფიქსირდა ყვარლის 26-ე უბანზე სადაც ხმის მიცემის ფარულობა იყო დარღვეული, რადგან საარჩევნო კაბინები ისე ახლოს იდგა, რომ დამკვირვებლებს დაკვირვების საშუალება არ ქონდათ.
დარღვევა დაფიქსირდა ასევე ყვარლის მე-3 საარჩევნო უბანზე, სადაც 2-ზე მეტი ბიულეტენი გასცა რეგისტრატორმა.