სამართლიანი არჩევნები- ახმეტის მე-17 უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს
“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებემა დირექტორმა, ნინო დოლიძემ უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, დამკვირვებლებმა სხვადასხვა სახის დარღვევები უკვე დააფიქსირეს.
ნინო დოლიძეს თქმით, ამ დროისთვის დაფიქსირებულია ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი, მათ შორის ახმეტის მე-17 საარჩევნო უბანზე. მისი განმარტებით, მათ ასევე აქვთ ინფორმაცია თანხის რაოდენობის შესახებ, რომელიც 100 ლარს შეადგენდა.
ნინო დოლიძის თქმით, საქართველოს თითქმის ყველა საარჩევნო უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ. საარჩევნო უბნების, დაახლოებით, 75 % იყო მზად პროცესის დასაწყებად, დანარჩენი უბნები კი შემდეგი 20 წუთის განმავლობაში, დარღვევებით გაიხსნა, ამასთან მარნეულში ერთი უბანი 9 -ის ნახევარზეც.
ჩვენს დამკვირივებლებს უბანზე შესვლის და გახსნის პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ცალკეული უბნებზე არ დაუშვეს. ზოგი უბნიდან კი საერთოდ გამოაძევეს.
საარჩევნო უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ. ამ ეტაპისთვის 3 მოსყიდვის შემთხვევა გვაქვს“,- განაცხადა დოლიძემ.