პარტია ,,ძლიერი საქართველოს” თელავის ოფისის ხელმძღვანელი- უბნებზე მცირე სახის დარღვევები დავაფიქსირეთ
პარტია ,,ძლიერი საქართველოს” თელავის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ მჭედლიშვილის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში უბნებზე მცირე სახის დარღვევები ფიქსირდება.
მისი თქმით, რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როცა ამომრჩეველს 2 ბიუკეტენს ერთად ატანდნენ, თუმცა ეს ტექნიკური ხასიათის დარღვევად დაფიქსირდა და მაშინვე აღმოიფხვრა. მისივე განმარტებით, გარდა ამისა, მე-6 საარჩევნო უბანზე ისეა მაგიდები რომ დამკვირვებლებს რეგისტრატორის უკან დადგომის და პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა არ ეძლევათ.
არჩილ მჭედლიშვილის თქმით, არჩევნები ამ დროისთვს მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.