ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ახმეტაში- ფიქსირდება მოქალაქეების თავისუფალ ნებაზე ზემოქმედების ფაქტები
ახმეტის მუნიციპალიტეტში პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, შაქრო ტერტერაშვილი უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებსა და ხარვეზებზე საუბრობს.
მისი თქმით, დილიდან უბნებზე შეინიშნება სხვადასხვა სახის დარღვევები, ხოლო უბნის გარეთ მობილიზებულები არიან საჯარო მოსამსახურეები და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები.
,,დილას სოფელ ზემო ალვანში გახსნილ მე-5 საარჩევნო უბანზე აპარატურას ქონდა პრობლემა და გვიან გაიხსნა. გარდა ამისა, ახმეტაში უბნებთან ტრიალებენ საჯარო მოსამსახურეები და პოლიციის თანამშრომლები. ისინი აქტიურად ესაუბრებიან უბანზე მისულ ამომრჩეველს. ასევე უბნებზე დამკვირვებლებად ყავთ თავისი მხარდამჭერები და მთლიანად რესურსი აქვთ მობილიზებილი რომ გადაარჩინონ ოლიგარქი”,- აცხადებს შაქრო ტერტერაშვილი.