როგორია ,,ედისონ რისერჩის” საზოგადოებრივი კვლევის შედეგები
ამერიკულმა ორგანიზაციამ „ედისონ რისერჩმა“ ტვ „ფორმულას” დაკვეთით მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა.
გამოკითხვა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და საზოგადოებრივი აზრი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.
კითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 34%
ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 18%
კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 14%
გახარია – საქართველოსთვის – 11%
ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 10%
ლეიბორისტული პარტია – 5%
გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
სხვა პარტიები – 1%
პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1 200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.