მიკროავტობუსი, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე კახეთიდან თბილისში მოქალაქეები მიჰყავდა, ავარიაში მოყვა
მიკროავტობუსი, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე ახმეტიდან თბილისში მოქალაქეები მიჰყავდა, ავარიაში მოყვა.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებიც თელავის კლინიკაში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.