გაქვთ თუ არა ხმის მიცემის უფლება თუ საკონსულო აღრიცხვაზე არ ხართ
გაქვთ თუ არა ხმის მიცემის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან ხართ არალეგალი?
საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, საარჩევნო კანონმდებლობა აძლევს იმის საშუალებას რომ დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.
ცესკოს მიერ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს გახსნის შემდეგ, ხმის მისაცემად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ იმ სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, რომლის იურისდიქციაშიც იმყოფებით.
მეორე ხშირად დასმული კითხვა მდგომარეობს შემდეგში – შესაძლებელია თუ არა, მისცეთ ხმა, თუ იმ ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებით?
დიახ, ამისი უფლება გაქვთ. რეგისტრაციის არც ერთი ფორმა არ ნიშნავს, რომ რაიმე პრობლემა შეგექმნებათ იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობთ.
ცესკოს ინფორმაციით:
არჩევნების დღეს ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ვადიანი/მოქმედი საქართველოს მოქალაქის პასპორტით ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობით.
არჩევნებში მონაწილეობის მიღება ასევე შესაძლებელია არაელექტრონული პირადობის დამადასტურებული დოკუმენტით.
ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო უბანზე გამოცხადებით პირადად.
საარჩევნო კანონმდებლობით დაუშვებელია სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა.
ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ ოლქში, რომელშიც დგახართ საკონსულო აღრიცხვაზე.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს ტარდება, საზღვარგარეთის უბნებზე ჩატარდება ძველი მეთოდით, არ ტარდება ტექნოლოგიების გამოყენებით. შესაბამისად, უნდა შემოხაზოთ და არ უნდა გააფერადოთ.