იანვრიდან მუნიციპალიტეტებს შორის დღგ-ის განაწილების წესი იცვლება
მთავრობამ პარლამენტში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების” კანონპროექტი შეიტანა, რომელსაც ბიურო დღეს განიხილავს.
წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, კანონით განსაზღვრული დღგ-ის ზრდის შეზღუდვა აღარ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელთა დღგ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი 15 მლნ ლარზე ნაკლებია. ასევე, იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებზე ძალაში რჩება ზემოაღნიშნული შეზღუდვა, დღგ-ს მოცულობა განესაზღვრებათ არანაკლებ 15 მლნ ლარამდე.
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების შედეგად, 14 მუნიციპალიტეტს დამატებული ღირებულების გადასახადიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი ჯამში 65 მილიონ 886 ათასი ლარის ოდენობით გაეზრდებათ, ხოლო აღნიშნული ოდენობით შემცირდება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები საპროგნოზო შემოსავალი.
მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომელზეც დადებითად ისარგებლებს აღნიშნული ცვლილება: