საზღვარგარეთის უბნებზე არჩევნები ძველი მეთოდით ტარდება
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს ტარდება, საზღვარგარეთის უბნებზე ჩატარდება ძველი მეთოდით, არ ტარდება ტექნოლოგიების გამოყენებით. შესაბამისად, უნდა შემოხაზოთ და არ უნდა გააფერადოთ.
სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებებში იხსნება.
ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დრო და ფინანსები სჭირდებათ.
რა პრობლემები აქვთ ემიგრანტებს არჩევნებზე, ჩვენს გადაცემაში ნახავთ: https://knews.ge/?p=103820