რატომ არ ისმის ემიგრანტების ხმა არჩევნებში
გრძელდება რადიო ,,კახეთის ხმის” საგანგებო ეთერი. გადაცემათა ციკლი ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
საქართველო ბოლო წლებში თითქმის მილიონამდე მოქალაქემ დატოვა. მათი დიდი ნაწილი აქტიურია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს. საარჩევნო უბნების მცირე რაოდენობა და საკონსულო აღრიცხვიდან ემიგრანტების მოხსნა გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ვერ ხერხდება თანაბარი სერვისების მიწოდება.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რამდენად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სწორი ინფორმირება და სად და რატომ იკარგება ემიგრანტების ხმა.
გადაცემის სტუმარია სამოქალაქო ატივისტი, ახალგაზრდული მუშაკი კახი გიგაური.