ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

კახეთში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი 10 401 მოქალაქეს აქვს

2024 წლის მარტის მდგომარეობით, მაღალმთიან დასახლებაში, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ჯამში 259 241 მოქალაქეს აქვს.

კახეთის რეგიონში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი 10 401 მოქალაქეს აქვს.

სტატისტიკის თანახმად, მაღალმთიან დასახლებათა უმეტესობაში მოსახლეობის საშუალო ასაკი 40 წელზე მეტია, მათ შორის ისტორიული მხარეების მაღალმთიანი დასახლებების მონაცემების მიხედვით, საშუალო ასაკი ყველაზე დაბალია პანკისის ხეობის მაღალმთიან დასახლებებში, ხოლო ყველაზე მაღალი − ისტორიული გუდამაყრის მხარეში.

2015 წლიდან საქართველოს მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში ცოცხლად დაბადებულთა რიცხვის კლება შეინიშნება, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი არამაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში უფრო შემცირებულია. 2017-2022 წლებში შობადობის ზოგადი კოეფიციენტი საქართველოს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში შემცირდა.

სტატისტიკური მაჩვენებლები თავმოყრილია საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.