სპეციალისტები – სასკოლო ზონებთან არ არსებობს უსაფრთხო გადასასვლელები
ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოება“ დირექტორის ირაკლი იზორიას განცხადებით, სასკოლო ზონებთან კატასტროფული მდგომარეობაა, სადაც არ არსებობს უსაფრთხო გადასასვლელები.
მისივე თქმით, პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებში.
„სასკოლო ზონებთან გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა, განსაკუთრებით რეგიონებში. არ არსებობს უსაფრთხო გადასასვლელები. გაერომ დაიწყო გლობალური მოძრაობა, რომლის თანახმადაც, რეკომენდაცია სასკოლო ზონებზე, სიჩქარის 30კმ/სთ-მდე შემცირება საქართველოს მასშტაბით.
69 მუნიციპალიტეტია და ყველა არ არის ამ საკითხებში ჩართული. სწორედ ამის გამო, ჩვენი რეკომენდაცია იყო, უწყებათაშორისმა კომისიამ, იმ პირებმა ვინც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ, გაამახვილონ ამ საკითხზე ყურადღება და შესაბამისი რეკომენდაციები უშუალოდ მუნიციპალიტეტებს მიაწოდონ“.
მისივე თქმით, გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს 24 ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი მეტია.
ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ხშირად, მათი აღრიცხვა სრულად არ ხდება.