რამდენი მოქალაქეა რეგისტრირებული საქართველოში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაცია აქვს 4 562 181 საქართველოს მოქალაქეს აქვს (მათ შორის სრულწლოვანი – 3 604 188, არასრულწლოვანი – 957 993).
ამავდროულად, სერვისების განვითარების სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი პირი არის მათგან საქართველოში მუდმივად მცხოვრები.
სახელმწიფო სერვისების სააგენტომ აღნიშნული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მიაწოდა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს, სანდრო რაქვიაშვილს, რომელმაც სადეპუტატო კითხვის ფორმატში გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია ჯამური რაოდენობა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ.