სოფელ ვაჩნაძიანში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები შეეჯახა.
შედეგად ახალგაზრდა გოგო, რომელიც ერთ-ერთი მანქანის მძღოლი იყო, ადგილზე გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.