ცესკო საზღვარგარეთ დამატებით 7 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხს დღეს განიხილავს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უწყებამ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემები დაამუშავა.
განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს.
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შექმნა. განახლებული მონაცემების საფუძველზე კი ცესკოს დღევანდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის, ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი. კერძოდ, საუბარია დამატებით 7 უბნის გახსნის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი და 20-მდე ამომრჩევლის შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება შესაბამის უწყებებთან”.
კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.