უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის პირველ ნახევარში მოქალაქეები ₾2,4 მილიონით დააჯარიმეს
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის 60 054 სამართალდარღვევა დააფიქსირა.
სამართალდარღვევათა სტატისტიკის მიხედვით, საპატრულო პოლიციამ ყველაზე მეტი ჯარიმა თბილისში გამოწერა. ჯამში სანქცია წლის პირველ ნახევარში 15 530 შემთხვევაში იქნა გამოყენებული.
შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით იწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, სამართალდარღვევათა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მიმდინარე წლის ორ კვარტალში საპატრულო პოლიციამ მოქალაქეებს ჯამში 2,4 მლნ ლარზე მეტი ჯარიმა დააკისრა.