ახალი ამბები

რა ღონისძიებები იგეგმება გურჯაანის ღვინის ფესტივალზე

წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალი 12 ოქტპმბერს გაიმართება.

424 მონაწილესა და 30 000 -ზე მეტ სტუმარს გააერთიანებს. კახეთის მთავარი მოვლენა 12 ოქტომბერს, ტრადიციულად მეღვინეობის ქალაქ გურჯაანში, ახტალას პარკში გაიმართება.

სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა დასხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვისშექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები დაადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზესრეკრეაციულ ზონაში ნებისმიერი ასაკის ადამიანიშეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან დაოჯახის წევრებთან ერთად.

გთავაზობთ ღონისძიებებს, რომელიც ფესტივალის დღისით გაიმართება.

14:00-20:00 ღვინო – ჩვენი საუნჯე
▪️ სომელიეების შოუ / ღვინის სახალისო კონკურსი
▪️ IWSC ოქროს მედალოსანი ღვინოების პრეზენტაცია
▪️ ევროპული ღვინოების პრეზენტაცია
▪️ ქართული ბაზარი
▪️ კახური მასტერკლასები

14:00-22:00 მარკეტი
▪️ მეღვინეთა სივრცე
▪️ მეწარმეთა სივრცე
▪️ ქართული ეთნო ნაწარმი
▪️ მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო სივრცეები

14:00-22:00 ფუდქორთი
▪️ კახური ეზო
▪️ ქართული სთრით ფუდი
▪️ მწვადის სივრცე
▪️ თათარობა და თონეში პურის ჩაკვრა
▪️ საწნახელში ყურძნის დაწურვა

14:00-18:00
მუსიკალური პროგრამა ბავშვთა სივრცეში

14:00-22:00
ფესტივალის მთავარი საკონცერტო სცენის მუსიკალური პროგრამა