ახალი ამბები

თელავში ჭაჭის ფესტივალი გაიმართება

19 ოქტომბერს თელავში, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით ტარდება ,,ჭაჭის ფესტივალი-2024″.

“ჭაჭის ფესტივალის” პარტნიორია Holiday inn Telavi – ფესტივალის სტუმრებისთვის იმოქმედებს სპეციალური შეთავაზება.

ფესტივალი ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს რეგიონის რვავე მუნციპალიტეტის მონაწილეობით იმართება თელავში. „ჭაჭა“ ერთადერთი რეგიონული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან.