საწვავზე ფასი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს
„მომდევნო დღეებში საწვავზე ფასი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს“ , – ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის წინაპირობა, საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაა.
„ჩვენთან 5 თვეა, რაც განსაკუთრებული რყევები არ შეინიშნებოდა, საკმაოდ სტაბილური იყო. მაგრამ, დღეს თქვენ იცით, რომ მსოფლიოს სანავთობო ბაზრებზე დაიწყო ფასთა კლება, საერთაშორისო „პლატსი“ იქნება თუ სანავთობო ბაზრები, ყველა დამოკიდებულია მსოფლიოს სანავთობო ფასებზე. ჩვენთან 5-დან 8 თეთრამდე მოხდა ფასების დაწევა. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ წინ და წინ გავაკეთოთ ფასების პროგნოზი და განცხადებები, არავინ იცის და არც შეიძლება იცოდეს, რა იქნება ხვალ, ზეგ და ახლო მომავალში.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ საქართველოში და გვაქვს გეოგრაფიულად ძალიან კარგი მდებარეობა, ბევრი სანავთობო ქვეყანა გვყავს ირგვლივ, ჩემი მოლოდინია ის, რომ მომდევნო დღეებში ფასი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს“,– განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.