არჩევნებიახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

რა პროცედურის გავლა მოგვიწევს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისას

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

ქვეყნის ისტორიაში ეს იქნება პირველი არჩევნები რომელიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. მომავალ პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელია არჩევნებში მონაწილე პარტიებმა გადალახონ 5%-იანი ბარიერი. პარლამენტში სულ 150 დეპუტატია და მათ 4 წლის ვადით აირჩევენ. წელს ამომრჩევლების უმრავლესობა, 90% ხმას ელექტრონულად მისცემს. ეს დროში ააჩქარებს არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას.

რა პროცესების გავლა მოუწევს ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე, თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილთან ერთად გავარკვევთ.