2025 წელს საქართველო 91.5 მილიონი ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს
2025 წელს საქართველოს მთავრობა უცხოეთის სახელმწიფოებისგან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან 91.5 მილიონი ლარით ნაკლებ გრანტებს მიიღებს, – ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა.
მომავალ წელს საერთაშორისო დონორული ორგანიზაციებიდან და უცხოეთის სახელმწიფოებისგან ბიუჯეტი გრანტების სახით 58.3 მილიონ ლარს მიიღებს, რაც 2024 წელთან შედარებით 61%-ით ნაკლებია.
მიმდინარე და კაპიტალური დანიშნულების პროექტები, სადაც ძირითადი დონორი ევროკავშირია:
პროექტის სახელწოდება დაფინანსება 2024 წელს (ლარი) დაფინანსება 2025 წელს (ლარი)
აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (KfW, EU) 5,000,000 7,000,000
ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU) 63,000,000 0
EU4 მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU) 7,500,000 0
ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშგება (EU) 0 0
უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა (EU) 12,600,000 0
ეკონომიკის და ბიზნესის განვითარება საქართველოში (EU) 0 0
ENPARD IV – ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის IV (EU) 16,900,000 0
ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD, EU) 2,400,000 2,000,000
ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EIB, EU, EBRD) 0 6,000,000
სულ 107,400,000 15,000,000
სხვა დონორული პროექტების დაფინანსება 2025 წელს:
პროექტის სახელწოდება დაფინანსება 2024 წელს (ლარი) დაფინანსება 2025 წელს (ლარი)
ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა საქართველოში (KfW) (KfW, EU-NIF) 3,000,000 2,500,000
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) 2,500,000 7,100,000
თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი (E5P, CEB) 5,300,000 6,000,000
საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი-ალტერნატიული ენერგიის გამოყენება (E5P, NEFCO) 0 0
საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება (E5P, NEFCO) 2,000,000 7,500,000
ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი – წყალტუბო – ლაჯანური (EBRD, EU-NIF, KfW) 1,450,000 500,000
გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW, EU-NIF) 150,000 0
500 კვ ეგხ “წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი” (KfW, EU-NIF) 1,000,000 900,000
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) 1,600,000 0
დაცული ტერიტორიების განვითარება (CNF, WB-TF) 2,300,000 1,800,000
რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი II (WB, WB-TF) 0 0
საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა (AFD, WB) 2,500,000 0
ენერგოეფექტურობა საჯარო შენობებში (KfW, EBRD) 600,000 0
ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW) 700,000 100,000
იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) 2,000,000 450,000