ქართული საკვები, რომელსაც ყველაზე ცუდი შეფასება აქვს – TasteAtlas-ის რეიტინგი
TasteAtlas-მა ყველაზე ცუდი შეფასების მქონე ქართული საკვების რეიტინგი განაახლა. რეიტინგში მოხვდა 13 სხვადასხვა ტიპის საკვები, რომელთა შეფასებაც 2.9-დან 3.9-მდე მერყეობს. მონაცემები დაფუძნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 3053 მომხმარებლის შეფასებაზე.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, ყველაზე ცუდი რეიტინგი ხაშს აქვს. უფრო კონკრეტულად, 5 ბალიანი შეფასების სისტემიდან კერძმა მხოლოდ 2.9 ვარსკვლავი დაიმსახურა. რეიტინგში შესული 13 საკვები და მათ მიერ მიღებული ვარსკვლავების რაოდენობა ასე გამოყურება:
ხაში – 2.9 ვარსკვლავი;
ფელამუში – 3.2 ვარსკვლავი;
მჭადი 3.4 ვარსკვლავი;
ტყლაპი 3.5 ვარსკვლავი;
ჩურჩხელა 3.6 ვარსკვლავი;
ღომი 3.6 ვარსკვლავი;
ხაშლამა 3.7 ვარსკვლავი;
ჭვიშტარი 3.7 ვარსკვლავი;
სოკო კეცზე 3.8 ვარსკვლავი;
ბუღლამა 3.8 ვარსკვლავი;
მუჟუჟი 3.8 ვარსკვლავი;
აჯაფსანდალი 3.9 ვარსკვლავი;
ჯონჯოლი 3.9 ვარსკვლავი.