გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა
მთავრობამ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოდალოში მდებარე სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში 1 ლარად გადასცა.
Bpn-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, ქონება 318 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ არასაცხოვრებელ შენობა ნაგებობას მოიცავს.