რა უნდა იცოდე თუ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ გსურს
სექტემბერი ათვლის წერტილია საინტერესო და დამღლელი წლისა რომელიც აბიტურიენტებმა უნდა გაიარონ.
ამ პროცესს ღელვა და ახლის მოლოდინი ამ პროცესს თან ახლავს. გამომშვიდება სკოლასთან, მეგობრებთან, მოგონებებთან რომელიც მუდამ კარგად და ტკბილად მოგაგონდება. მეორეს მხრივ უნივერსიტეტის ცხოვრებაც საინტერესო და თავგადასავლიან დღეებს გვპირდება.
დამოუკიდებლობის გზაზე უფრო მყარად მდგომი სტუდენტები არჩეულ პროფესიას დაეუფლებიან, გაიგებენ და შეიმეცნებენ უფრო მეტს, გაიკვალავენ გზას მომავლისკენ. აღსანიშნავია ის რომ საქართველოს და ევროპული თუ ამერიკული უნივერსიტეტები განსხვავებულ მიღების მოდელებს გვთავაზობენ.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაა უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის ერთადერთი წინაპირობა, რასაც უცხოურ უნივერსიტეტებზე ვერ ვიტყვით. საზღვარგარეთ ჩაბარების შემთხვევაში, აპლიკაციის გაგზავნის დროს უამრავი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. მომავალ სტუდენტს უწევს შექმნას ციფრული ავატარი თავის თავზე. ამ აპლიკაციაში შენი, როგორც პიროვნების წარმოჩინებაა უმთავრესი.
აპლიკაციას შევსების დროს აუცილებელია თან დაურთო მასწავლებლის რეკომენდაციები მათივე ხელმოწერით. ამ რეკომენდაციის წერილში მასწავლებელმა უნდა დაგახასიათოს როგორც პიროვნება და მოსწავლე. ის თუ რომელი საგნის მასწავლებელი დაწერს ამ წერილს, ეს უკვე არჩეულ ფაკულტეტზეა დამოკიდებული. ამ აპლიკაციას თან უნდა დაერთოს სკოლის ბოლო წლების ნიშნების ფურცელი. ე.წ GPA.
იმის მიუხედევად, რომ ყველა ქვეყანას განსხავავებული შეფასების სისტემები აქვს, აქაური ნიშნები იმ ქვეყნის სისტემაში გადაკონვერტირდება. რაც უფრო მაღალია სკოლის ბოლოს წლების ნიშნები, მიღების შანსებიც რაღა თქმა უნდა იზრდება. უცხოურ უნივერსიტეტებში დიდი მნიშვნელობა ექცევა ასევე იმას, თუ რამდენად აქტიური გახლავთ მოსწავლე სკოლის მიღმა.
აქტიობების გრაფაში შეიძლება ჩაიწეროს ნებისმიერი სპორტი, გატაცება, ჰობი ან აქტიობები, რომელშიც მონაწილეობა აქვს მოსწავლეს მიღებული. ასე უფრო მარტივად შეძლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მეტი გაიგოს აპლიკანტის შესახებ. სამოტივაციო წერილი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია უცხოეთში ჩაბარების დროს.
ეს ბლოგი ფაქტობრივად ახსნაა იმისა თუ რატომ გსურთ ამა თუ იმ უნივერსიტეტში სწავლა, რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია. ყველა წერილი ინდივიდუალურია. ყველა მოსწავლე თავად წყვეტს რა ამბავი დაურთოს ამ წერილს სარჩულად. მოტივაცია საზღვარგარეთ სწავლის უამრავია თუმცა ყველა ინდივიდუალური, რასაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
თინანო ხიდაშელის ბლოგი