სესხების სიძვირით საქართველო მსოფლიოში 23-ე ადგილზეა
ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე რეიტინგს TheGlobalEconomy.com აქვეყნებს. (აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე).
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მსფლიო საშუალო მაჩვენებელი 83 ქვეყანაში 14,19%-ს შეადგენდა. ყველაზე მაღალი, 170,29%-იანი მაჩვენებელი ზიმბაბვეში, ყველაზე დაბალი კი 2,86% შვეიცარიაში დაფიქსირდა.
რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო ბანკი წერს, რომ ისტორიულად, კერძოდ, 2003-იდან 2023 წლამდე საქართველოს საშუალო მაჩვენებელი 14,98%-ია. მინიმალური, ანუ 10,82%-იანი განაკვეთი ქვეყანაში 2019 წელს, ხოლო მაქსიმალური, 23,76% – 2003 წელს დაფიქსირდა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართელოში 2016-იდან (12,62%) 2019 წლის ჩათვლით (10,82%) საბანკო სესხებზე საშუალო წლიური განაკვეთი იკლებდა, ხოლო 2020 წლის (11,80%) შემდეგ მატების ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, 2021 წელს განაკვეთი კვლავ 2016 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა და 12,51% შეადგინა.
მეზობელის ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ აზერბაიჯანი უსწრებს, რომელიც, თითქმის, 14%-იანი განაკვეთით 2 პოზიციით მაღლაა და 21-ე ადგილზეა, ხოლო სომხეთში, საქართველსთან შედარებით, საშუალო წლიური განაკვეთი 1%-ით დაბალია და 12,39%-ს შეადგენს, რითიც ქვეყანა დაბალრპოცენტიანი განაკვეთის ქვეყნებისკენ საქართველოს ერთი პოზიციით უსწრებს და 24-ე ადგილზეა. ამ მხრივ გაცილებით წინაა რუსეთი, რომელიც 11,62%-იანი განაკვეთით 30-ე ადგილზეა.
თურქეთის მაჩვენებელი რეიტინგში მოცემული არ არის, ხოლო უკრაინა ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნების წამყვან ათეულშია.