სად იგეგმება კახეთში მზის სადგურების განთავსება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა 2024-2034“ შეიმუშავა. დოკუმენტში საუბარია, ელექტროსისტემის ქსელების განვითარებაზე და მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დაკავებული განახლებად ენერგიებსაც.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოში 2020 წელი ყველაზე წყალმცირე იყო და ამ პერიოდში ჰესების გენერაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კლიმატური ცვლილებების არსებული დინამიკა აჩვენებს, რომ საჭიროა განახლებადი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია.
„2020-ის მსგავსი წყალმცირე (მშრალი) წელი არ ფიქსირდება ნახევარსაუკუნოვანი ჩანაწერებიდან. არნახულმა წყალმცირობამ გამოიწვია ჰესების გამომუშავების მნიშვნელოვანი შემცირება. ამიტომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიუხედავად, ელექტროენერგიის იმპორტის/თბოსადგურების მუშაობის საჭიროება არ შემცირებულა.

ამან ნათლად დაგვანახა, რომ საჭიროა განახლებადი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია, როგორც ჰიდრო, ასევე ქარის და მზის პოტენციალის ათვისება, რათა მოხდეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ისეთ არაპროგნოზირებად კლიმატურ ვითარებაში, რომელშიც იმყოფება თანამედროვე მსოფლიო,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
რაც შეეხება კახეთს მზის სადგურების განთავსება იგეგმება ალაზნის ხეობასა და ასევე ქიზიყში.