მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა წლის ბოლოდან ორეტაპიანი გახდება
გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის გამოცდის ქუჩაში რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო ხდება. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
კერძოდ, საუბარია, „CE“, „DE“, C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებზე.
ცნობისთვის, ეს კატეგორიები მოიცავს შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს:
CE – სატვირთო მისაბმელით;
DE – სამგზავრო მისაბმელით;
C1E – მსუბუქი სატვირთო მისაბმელით;
D1E – სამგზავრო მისაბმელით.
შს სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ კატეგორიის ავტომობილების მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი 2024 წლის 31 დეკემბრიდან გახდება.