გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი მოკლეს.
შემთხვევა სოფელ ახაშნის გზაზე მოხდა.
მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
არსებული ინფორმაციით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას სამართალდამცავები ეძებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.