ახმეტაში ფესტივალი „ტბათანობა-2024“ გაიმართა
ახმეტის მუნიციპალიტეტში „ტბათანობა-2024“ გაიმართა. ღონისძიება უკვე მესამე წელია ტარდება.
ღონისძიების მიზანს სოფლის პოპულარიზაციასთან ერთად ტურიზმის განვითარება წარმოადგენს. ფესტივალზე მომზადდა ტრადიციული თუშური კერძები. ამის გარდა, გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა. ფესტივალს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ,,თუშეთის სათემო საბჭო” მართავს.
ტბათანა, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს და გარშემორტყმულია ბაწარის ნაკრძალით, ილტოს აღკვეთილითა და თუშეთის ეროვნული პარკით. ბოლო წლებში, ტბათანაში სახლების მშენებლობა დაიწყეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მზადდება სოფლის განაშენიანების გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნება პირვანდელი იერსახის აღდგენა. ასევე, ხეობისთვის მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების ლანდშაფტის სტატუსს მიღება.