თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა.
ღონისძიებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნები და ეროვნული გმირის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

