როგორ ცვლიან თემში მცხოვრები ქალები საცხოვრებელ პირობებს
ნახეთ ,,მედია ცენტრი კახეთის” მიერ მომზადებული ისტორია, თუ როგორ უწევენ დახმარებას ქალები ერთმანეთს. ქალები ცდილობენ, მეტად მიმზიდველი და სასურველი გახადონ გარემო, სადაც ცხოვრობენ.
ევროკავშირის მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში მცხოვრებმა ნინო იაკობაძემ ჭრა-კერვის კურსი გაიარა. მიაჩნია, რომ პროგრამის გავლის შედეგად მისი დასაქმების შანსი გაიზარდა. სამომავლოდ, სურს რომ საკუთარი სამკერვალო გახსნას.
მედია ცენტრი კახეთი MCK-ს მიერ გრძელდება ქალთა პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომლის მიზანია ქალთა მხარდაჭერა და შრომის ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა.
აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის : „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა ფარგლებში“
ნახეთ ვიდეო, რომელიც ჩვენი პროგრამის შედეგებზე გვიამბობს.