18 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სოფელ კარდენახში 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
18 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სოფელ კარდენახში 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან საღამოს გავიდა, სოფლის მარკეტში პროდუქტი შეიძინა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.
მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე დგას საზამთროთი დატვირთული სატვირთო ავტომობილი, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნის.
სოფელში ამბობენ, რომ მამაკაცი ხილის ბიზნესით იყო დაკავებული და კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია და საგამოძიებო სამსახური, რომელიც მომხდარის დეტალებს სწავლობს.