ახალი ამბები

გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 130.8 კილომეტრზე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება წინანდლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შეეზღუდებათ.

„მ/წ 14 აგვისტოს 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება წინანდლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შეეზღუდებათ.

აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება თელავის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვედა ხოდაშენი, წინანდალი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური შეეზღუდებათ.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.