აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
“2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში”, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.