როგორ ცვლიან ქალები საკუთარი ცხოვრების ისტორიას
ნახეთ ,,მედია ცენტრი კახეთის” მიერ მომზადებულ სამოტივაციო ისტორია, თუ როგორ ეხმარებიან ქალები ერთმანეთს. როგორ ცვლიან ქალები ყოველდღიურ ცხოვრებას მათ გარშემო პოზიტიურ ჭრილში.
ევროკავშირის მხარდაჭერით, ნონა სონღულაშვილმა ბავშვობის სურვილი აისრულა და ჭრა-კერვის კურსი გაიარა. ნონას მიაჩნია, რომ შედეგად საყვარელი პროფესიით დასაქმების შესაძლებლობა გაუჩნდა. იგი, სამომავადლ გეგმავს, რომ საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქციოს.
მედია ცენტრი კახეთი MCK-ს მიერ გრძელდება ქალთა პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომლის მიზანია ქალთა მხარდაჭერა და შრომის ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა.
აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის : „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა ფარგლებში“
ნახეთ ვიდეო, რომელიც ჩვენი პროგრამის შედეგებზე გვიამბობს.