სოფელ არხილოსკალოში, ლაშა ბექაურის სახელობის სპორტული კომპლექსი შენდება
ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ და მისი ჯამური ღირებულება – 2,278,444 ლარს შეადგენს. სოფელ არხილოკალოს სპორტულ კომპლექსს სახელოვანი ქართველი სპორტსმენის ლაშა ბექაურის სახელი მიენიჭება.
შეგახსენებთ, ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.