ახალი ამბები

უცხოური ძალის გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი ამოქმედდა

იუსტიციის სამინისტრომ უცხოური ძალის გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი აამოქმედა.

ყველა ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის მიერ “რუსული კანონით” დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, აღნიშნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. მსურველებს რეესტრში ორგანიზაციების მოძიებაც შეუძლიათ.

“ამ ვებგვერდის მეშვეობით შესაძლებელია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება”,
– წერია ვებ-გვერდზე.

რეგისტრაციისთვის ბენეფიციარებს ვადა 30 აგვისტომდე აქვთ.