ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ზემო ალვანში დასასვენებელი სკვერი გაიხსნა

ახმეტაში, სოფელ ზემო ალვანში, დასასვენებელი სკვერი გაიხსნა.

სკვერში შესაძლებელია წიგნის წაკითხვა. წიგნით სარგებლობა კი, იქვე მდებარე “სკვერის ბიბლიოთეკიდან” შეგიძლიათ.

ახალგაზრდებს, 50-მდე ისტორიულ-შემეცნებითი და საბავშვო ჟანრის ლიტერატურა პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საჩუქრად გადასცა.

“სკვერის ბიბლიოთეკისთვის” წიგნების საჩუქრად გადაცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.