ახალი ამბები

წელს საქართველოდან უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე გააძევეს

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე გააძევეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო ორი კვარტალის განმავლობაში საქართველოდან გაძევებულ პირთა შორის ყველაზე მეტი 28 პირი აზერბაიჯანის მოქალაქეა. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში ქვეყნიდან გააძევეს ირანის 16; ერაყის 14; ჩინეთის და ინდოეთის 11-11 მოქალაქე.

გაძევებულ პირთა შორის ასევე არიან: თურქეთის 9; ნიგერიის და ეგვიპტის 8-8; რუსეთის 7; პაკისტანის 6; იორდანიის 5; ალჟირის 4; ეთიოპიის 3; ლიბიის 3; ტაჯიკეთის 1, ყაზახეთის 1, თურქმენეთის 1, ბანგლადეშის 1, თურქმენეთის 1, საუდის არაბეთის 1, სომხეთის 1 მოქალაქე.