თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თელავში, ცენტრალურ ქუჩაზე, ერეკლე II-ს გამზირზე, #6, #8 და #10 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, ერეკლე II-ს გამზირზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს ლესვისა და სამღებრო სამუშაოები. შეკეთდა და შეიცვალა დაზიანებული არქიტექტურული ელემენტები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შენობის იერსახე მაქსიმალურად შენარჩუნდა.