რა ზარალი მიაყენა სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს- ფოტოები
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულების და სათბურების ნაწილი დაუზიანა.
დაზიანებულია ელსადენების გადამცემი ბოძები, მოგლეჯილია ხეები.
მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.