სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ჭიაურსა და წითელგორში, სადაც ათობით საცხოვრებელი სახლია დატბორილი და გადახდილია სახურავები. ასევე დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სათბურები, ქარის შედეგად წაიქცა მრავალწლოვანი ხეები.
ძლიერმა ქარმა წააქცია ელექტროგადამცემი ხაზები, შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის დატბორილ სახლებში, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
ჯერჯერობით, სტიქიით მიყენებული ზიანის ოდენობა უცნობია, ზარალის დამთვლელ კომისია ადგილზე ეცნობა ვითარებას.
მიმდინარე წლის განმავლობაში, ძლიერმა სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი უკვე მეოთხედ დააზარალა.
ფოტო: არქივიდან