თუშეთში დამსვენებელთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში ვრტმფრენით მომსახურების სერვისი ათეულ წელზე მეტია მოქმედებს. ფრენებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავიაკომპანია ახორციელებდა, მათ შორის არის TCA Airlines, რომელსაც ამ დანიშნულებისთვის 3 ვერტმფრენი ჰყავს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მოთხოვნა ვერტმფრნით მგზავრობაზე და დაახლოებით რა ჯდება ეს მომსახურება.
როგორც ავიაკომპანიის კომერციული დპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ ლელაძემ ჩვენთან საუბარისას განაცხადა, მოთხოვნა ამ სერვისზე საკმაოდ მაღალია.
„ფრენა შესაძლებელია სეზონურად, საქართვლოს მასშტაბით ნებისმიერი მიმართულებით. მოთხოვნა სეზონურია, ზამთრსა და ზაფხულში. ჩვენს მგზავრებში არიან როგორც უცხოლი ტურისტები, ისე ადგილობრივები. მათი წილი, ფაქტობრივად, 50/50-ზეა. ზაფხულის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება არის თუშეთი, ასვე ყაზბეგი და ზამთარში მესტია და გუდაური“,- აღნიშნა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება ფრენების ფასებს, მგზავრთა მოთხოვნებიდან გამომდინარე ღირბულება ყველა ფრენის შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება, თუმცა, სტანდარტული ფრენა, მაგალითად, თუშეთში, 5 მგზავრისთვის 1 050 აშშ დოლარი ჯდება. ვერტმფრენები ბაზირებულია თბილისსა და თელავში, ფრენების უმეტესობა სწორედ ამ ლოკაციებიდან იწყება.
„ჯავშნები სულ არის. ახლაც თუშეთის მიმართულებაზე გვაქვს ყველაზე დიდი მოთხოვნა. ვერტმფრენი დაფრინავს მხოლოდ დღისით, როდესაც ხილვადობა და კარგი ამინდია. ფასში შედის, მგზავრების აყვანა, 2 საათით დალოდება და უკან დაბრუნება. ფასები იზრდება იმის მიხედვით, თუ რა პერიოდით სურთ მგზავრებს ადგილზე ვერტმფრენის გაჩერება და ზოგადად, როგორი სერვისებით სურთ სარგებლობა, საჭირო ხდება თუ არა ჩვენი პარტნიორი სასტუმროების პროცესში ჩართვა და ა.შ.“,- განმარტა თემურ ლელაძემ.