არხილოსკალოში დამზადებული ტყემალი და აჯიკა საფრანგეთში გაიყიდება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დამზადებული ტყემალი და აჯიკა საფრანგეთში გაიყიდება.
სოფელ არხილოსკალოში ახალი საწარმო ამოქმედდა, რომელიც HACCP სტანდარტების დაცვით დამზადებულ ქართულ ტყემალს და აჯიკას სარეალიზაციოდ ევროპის ბაზარზე გაიტანს. საწარმოში, ამ დროისთვის, 15 ადგილობრივია დასაქმებული.
,,საქართველოში არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რაც მათ საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობას მისცემს. ეს კი როგორც დასაქმებულთა რიცხვს, ასევე ადგილობრივი ნედლეულის რეალიზაციის რაოდენობასაც გაზრდის,“– აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
არხილოსკალოში დამზადებული პროდუქცია საფრანგეთის სავაჭრო დახლებზე მალე გამოჩნდება.