გამოკითხულთა 29%-ის თვიური შემოსავალი 550 ლარზე ნაკლებია – CRRC
კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უდიდესი ნაწილის, 29% ამბობს, რომ მათი თვიური შემოსავალი 550 ლარზე ნაკლებია.
ამავე მონაცემების მიხედვით, 12%-ის თვიური შემოსავალი 550-ლარიდან 900 ლარის ფარგლებშია, 11%-ს შემოსავალი საერთოდ არ აქვს, 9%-ის 901 ლარიდან 1300 ლარის ჩათვლითაა, 1301-ლარიდან 2 ათასი ლარის ჩათვლით შემოსავალი კი 8%-ს აქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2000-ლარზე მეტის შემოსავალი კვლევაში მონაწილე პირების 6%-ს აქვს. ამასთანავე, კვლევის მონაწილეთა 17% უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე.