კახეთში მიწისქვეშა ბიძგები ისევ განმეორდა
საქართველოში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ჭოეთი იყო, მიწისძვრის სიმძლავრე კი 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
თავდაპირველად კი მიწისძვრა 12:08 საათზე, კახეთში სოფელ გამარჯვებასთან მოხდა, რომლის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა იყო.