საქართველოში ყოველ ორ ადამიანზე ერთი მანქანა მოდის
საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება.
2024 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 701 776 მანქანაა რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს ავტომობილი ჰყავს. (საქსტატის მონაცემებით, წელს მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-ს შეადგენს).
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ავტოპარკი ყოველწლირად იზრდება და თანაც მნიშვნელოვნად. თუ 2017 წელს (ავტომობილების სტატისტიკის პორტალზე მონაცემები სწორედ მაგ წლიდან იძებნება) ქვეყანაში სულ რეგისტრირებული იყო 1 228 123 ერთეული ავტომობილი, წელს ამ მაჩვენებელმა 1 701 776 შეადგინა. 2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა 3 726 400-ს შეადგენდა, შესაბამისად, გამოდის, რომ იმ წელს ყოველ სამ ადამიანზე ერთი მანქანა მოდიოდა.
რაც შეეხება ზოგადად ავტოპარკის მდგომარეობას, ბოლო წლების ასტატისტიკა ასე გამოიყურება:
2020 წელი – 1 404 471 ავტომობილი
2021 წელი – 1 490 263 ავტომობილი
2022 წელი – 1 563 165 ავტომობილი
2023 წელი – 1 680 436 ავტომობილი
2024 წელი -1 701 776 ავტომობილი