ემიგრაციაში დროებით წასვლით გამოკითხულთა 45%-ია დაინტერესებული – CRRC
„კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, დროებითი ემიგრაციით გამოკითხულთა 45%-ია დაინტერესებული, ხოლო სამუდამო ემიგრაციით – 9%.
ამასთან, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველო) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სამუდამო ემიგრაციით გამოკითხულთა 9%-ია დაინტერესებული.
საგულისხმოა, რომ 2021 წლის შედეგებთან შედარებით შემცირებულია როგორც დროებითი, ისე მუდმივი ემიგრაციით დაინტერესებულთა წილი. კერძოდ, თუ 2021 წლის კვლევაში 52% ამბობდა, რომ დაინტერესებული იყო დროებითი ემიგრაციით, ახლა ეს მაჩვენებელი 45%-ია, ხოლო მუდმივი ემიგრაციის მსურველთა წილი 12%-დან 9%-მდეა შემცირებული.
2024 წლის „კავკასიის ბარომეტრი“ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.